Thursday, February 26, 2015

მეღვიძება

     დიდი ხანია აქ აღარაფერი დამიწერია, ბოლოს ექიმმა, რომ მითხრა: - ნერვოზი გაქვს თან ძალიან რთულად, შეიძლება სახლიდან გასვლი ფობია დაგეწყოსო. მას შემდეგ სახლში ყოფნის ფობია მაქვს. ისიც მითხრა: -ემოციებს ერიდეო, სიხარულსაც და მწუხარებასაცო, ხომ ხედავ ვერ გამოხატავ და რასაც გიშვებაო.
     ვიფიქრე ვიფიქრე და რა ვქნა ამას ვერ შევეშვები, ვერ შევძლებ რომ წელიწადში სამჯერ, თვეში ორჯერ ან კვირაში რამდენჯერმე ჩემმა ემოციებმა არ შემჭამონ, სხვანაირად გავსუქდები, სხვანაირად ვერ ვიცინებ ყველაფერზე და სხვანაირად არ მომიწევს ყველაფრის დამალვა, მერე მეც თქვენ დაგემსგავსებით. მერე, მერე ჩემი ზურგჩანთისნაირიც კი აღარ ვიქნები.
    ხოდა ახლა ის პერიოდია კვირაში რამდენჯერმე, რომ მჭამს ჩემი ემოცია, ღამე მაღვიძებს და მახსენებს,რომ უნდა მენატრებოდე, მაღვიძებს და გამოფხიზლებამდე სუნთქვასაც მიჩერებს, მერე მახსენდება, რომ უნდა მეზიზღებოდე. ახლა ისიც მახსენდება, რომ არ უნდა ვწერდე და საერთოდ არ უნდა ვფიქრობდე შენზე, საფიქრალი ხომ ძალიან ბევრი გავიჩინე, ავდექი და ყველას ტარება გადავწყვიტე. გადავწყვიტე , რომ შემიძლია და გადავწყვიტე, რომ არასოდეს, არავის, არსად არ დავტოვებ, არასოდეს არავინ დამავიწყდება და ყველას ბოლომდე ვატარებ, ყველას საფიქრალი გავიყავი, ზოგის მთლიანდ ავიღე და წამოვიღე, მაგრამ , მაგრამ , მაგრამ... ამ სიტყვამდე ნათქვამ არცერთ სიტყვას ხომ აზრი, არ აქვს, აზრი არ აქვს მანამდე ნაწერს, ნაფიქრალს და ნაოცნებარს, ამიტომაც უნდა დაიწყო მაგრამით წინადადება.
ხოდა...
მაგრამ, მაგრამ ვფიქრობ, მეღვიძება, ან საერთოდ არ მეძინება და მენატრები... ყველა ჩემი ორგანო ზეპირად ვიცი სადაა, ისიც კი ვიცი დიაფრგმას რამხელა ადგილი უკავვია და ხანდახან მგნონია, რომ საკუთარი ფილტვები ხელში მიჭირავს და რომ შემეძლოს მოვუჭერდი. მოვუჭერდი და არ ვასუნთქებდი, არ ვასუნთქებდი ჰაერს, რომელმაც მერე ისევ შენზე უნდა იფიქროს.
სულერთია, სულერთია, არცერთმა ექიმმა არ იცის რა არის ნერვოზი, არცერთმა ექიმმა არ იცის, რომ სახლიდან გასვლის ფობია კი არ ქვია მაგას სახლის სუნის სიყვარული ქვია, არცერთმა ექიმმა არ იცის, რომ ფანჯრიდან წვიმას ვერასოდეს ვუყურებ, ემოციები კი იმიტომ არის , რომ შევიგრძნო, შემჭამოს და გამახსენოს, რომ ცოცხალი ვარ.
ხოდა ასე ყველაზე არარომანტიკოსი გოგოს სიზმარივით მოვყევი, მოვყევი, რომ ცუდად ვარ, მოვყევი , რომ მალე გამივლი და ის რომ აღიარებიდან მალევე ქრებიან ადამიანები, სიზმრებივით ქრებიან ადამიანები...