Friday, September 4, 2015

ჩემი ათწუთიანი მყარი გადაწყვეტილებები

"ჩემი ათწუთიანი მყარი გადაწყვეტილებები" 
 ჰოდა ასე ჩვეულებრივზე ცუდი ამინდია, და ტემპერატურის მაჩვენებელი ზაფხულის ნიშანწყალზეც კი არ მეტყველებს, ხოდა ასე მარტო ჟაკეტით რომ ვერაფერს გახდები და გაზაფხულობანას რომ ეთამაშბი მარტს ის ამინდია, ხოდა ასე აყვავდა თქო ემი სახლის წინ ხე თქო , აყვავდა თქო და იქნებ მოვიდეს თქო, მერე ხო იცი ყველაფერი უფრო მარტივია, მერე ხო იცი ზღვა და მზე ყველაფერს ყვება და ყველაფერს გისმენს, მერე ხო იცი შენც საკმარისი ხარ და მერე ხომ იცი ჟაკეტით ყველაფერს გახდები. მერე, მერე ალბათ ზღვაც დაგიძახებს დაგიძახებს და გეტყვის, რომ... არვის არასდროს არ უუთხრა რასაც გეუბნება არასდროს არავის გაუმხილო, წყალში შესვლამდე ფეხზე ხელს, როგორ გიჭერს და როგორ მიგათრევს, მიგათრევს რომ დაგისაკუთროს და გახსენებს , რომ მზეეს გააქრობ გაწელავ და დაამახინჯებ თვალების მარტივი მოძრაობით, მაგრამ ვერაფერს უზამ ზღვის ხმაურს, ვერაფერს უზამ სიცხეს და ვერაფერს უზამ ტალღებს რომელიც ფეხზე ჩაჭიდებული მიგათრევს მისკენ და არაფრის დიდიებით შეგიძლია შეეწინააღმდეგო, არ გაქვს სიტყვების ძალა, ან შეიძლება სიტყვებს არ ააქვს მაგ დროს ძალა. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია ზაფხული მოვიდეს მთავარია ჩემი თავი მივათრიო ზაფხულამდე და მერე ყველაფერი თვითონ იქნება და ყველაფერი თვითონ მოხდება, მერე ყველაფერი მარტივია ზღვა და მზე ატარებს ჩემ წილ გადაწყვეტილებებს. 
    ვერასდროს გვიზრდები იმხელა, რომ ჩემი გადაწყვეტილებების სიმყარე ათ წუთზე დიდხანს გაგრძელდეს, ხოდა ასე ამინდში რომელსაც არანაირი ნიშანწყალი არ აქვს ზაფხულის, იცოდე, რომ მაინც მოვა.

სამას

  სამას სამოცდახუთი დღიდან ერთ-ერთი და ისე ვიწყებ, როგორც ხშირად. ხოდა უკვე რამდენიმე (ხანია), ავიჩემე სულერთია თქო და როგორც უნდა ისე თქო, რაც უნდა ის ქნას თქო და ასე ვატყუებ ყველას და საკუთარ თავსაც, ხოდა ყავის სმა დავიწყე, კოკა-კოლასაც ვეპარები უკვე ნელ-ნელა და ჯამრთელობა თქო, მე როგორც მინდა ისე თქო და დღეს თუ არა ხვალ მაინც თქო, ხოდა ასე თქოთი, რომ ვარწმუნებ საკუთარ თავს , მერე ეს ჩემი თავიც რო აღარ მენდობა და ყველაფერი, რომ მავიწყდება და ყველას მოკითხვა და ნახვა და ბევრნი ხართ თქო, რო ვამბობ და მიხარიხართ თქო, ჩემები თქო და თქვენ მაძლებინებთ თქო. მე კიდე მე კიდე უნამუსო ვარ თქო

https://www.youtube.com/watch?v=qEajC7UIgO8&index=2&list=RDfrjgE4qAGhE

 პანდორას ყუთში დარჩენილი იმედივით გამოვკეტე უკანასკნელი გრძნობა საკუთარ სხეულში და დავპირდი, რომ არასოდეს არსად გავუშვებდი, ხოდა გრძნობებთან ლაპარაკიც დავიწყე, სხვანაირად არაფერი გამოდის, საკუთარ თავთან ლაპარაკს შევეშვი მაინც სულ რაღაც სისულელეებს მეუბნებოდა, მე კიდე ვუჯერბდი , ყოველ ჯერზე ვუჯერებდი, სიარულიც არასწორად ვისწავლე და მერე ფეხის წამოკვრასაც ვერ ვაბრალებდი, თავს იმართლებდა მე მხოლოდ გირჩიეო, ხოდა აღარ ველაპარაკები გავებუტე და აღარც შევურიგდები, იქნება და ახლა მაინც ვისწავლო ფიქრი და ისე აღარ მოვიქცევი თითქოს ერთხელ ვცხოვრობდე, ერთხელ არა ის კიდე, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ვცოვრობთ ადამიანები, უბრალოდ ხან შენ გკლავენ ხან შენ კლავ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ასრულებ ერთ სიცოცხლეს, ხოდა აი ამ საშუალო ამინდში მეც კიდევ ერთხელ დავიწყე თავიდან და ძველ შეცდომებზე სულაც არ მისწავლია არაფერი.

ვინ ჰკითხავს ამინდს..

დღეს მთელი დღეა ვფიქრობ, რომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, და ვფიქრობ, რომ 
"როცა წვიმს, ეს სულაც არ ნიშნავს მარტოობას.

 როცა მარტო ვარ, ეს სულაც არ ნიშნავს წვიმას.

 ვინ ჰკითხავს ამინდს..

 რა იცის ამინდმა.."
   ხოდა ასე ვფიქრობ, რომ მეც შეიძლება ვიყო მარტო და მეც შეიძლება ვიდარდო ბიჭზე ჩვეულებრივ ბიჭზე, მეც შეიძლება ვიყო ცუდ ხასიათზე და მეც მინდოდეს წვიმაში სიარული, სევდიანი მუსიკის მოსმენა, ხოდა ასე ვფიქრობდი, რომ მეც შეიძლება ვიყო ერთერთი და მეც შეიძლება ვიყო ჩვეულებრივი, როცა 

      "შენ კიდე უფრო ზაფხულის, გულთან ერთი ღილით ჩახსნილი პერანგების ხარ, მაგრამ მაინც სულ ხარ ჩემს ალიასკურ ნატვრებში, ამიტომაც ხარ ჩემთვის ასაკით ჩემი ოცნებების ხელა.."

   მიდი და დაიჯერე , რომ ერთერთ ხარ , მიდი და დაიჯერე, რომ ჩვეულებრივი ხარ , როგორ როგორ შეიძლება უყვარდე ადამიანს ასე უყვარდე და შენ არ იყო სხვა, ხოდა ამიტომაც ვარ ყოველთვის მხიარული, ყოველთვის ბევრნი და ყოველთვის ზაფხული. ადამიანები ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ, რომ უყვარდეთ ჩემნაირი "ძონძი" ეს ადამიანები არიან ისინი ვის გამოც მე ვერასოდეს ვიქნები ჩვეულებრივად მოწყენილი გოგო, ვერც ჩვეულებრივ ბიჭზე ვიფიქრებ და ვერც სევდიან მუსიკებს მოვუსმენ წვიმაში უქოლგოდ სიარულისას..

შენფერი....

შენნაირი ან შენფერი თქო ,
    ვეძებეთქო და არავინაა თქო ,
    მენატრები თქო, ის დრო მენატრება შენ რო მზრდიდი , ეს - ესეო და ეს კიდე ესეო.
    იმ დღეს გამახსენდა ბოლოს ცაო, რო მითხარი და იმის მერე დიდი ხანი არაფერი აღარ გითქვამს.



     ბოლოს, რომ გნახე და  ჩემი კაბის სიგრძე ვერ გაისიგრძეგანე, არაფერი გითქვამს, გამახსენდა, როგორ მიყვარსდა შენი უსიტყვობა.
  თუმცა არაფერი შეცვლილა, აზრი აღარ ააქვს თქო მოდის ისე დავტოვოთ როგორც არი თქო, შენთვითონ არ ამბობდი სხვა ყველა ზედმეტიაო.

   ბოლოს ცაო, რო დამიძახე და მერე დიდი ხანი არაფერი აღარ გითქვამს...
   ბევრი მოდიოდა...
და მზეო,
და შენო ერთიო,
და ჩვენო,
და მარტო მეო, 
და ჩვენო ისო და ესო,
ბოლოს ერთმა ისიც კი თქვა რო ყველაო...
   და მაინც მარტო შენ ხედავდი კაბის სიგრძით დაფარულ თვალებს და მარტო შენ იცოდი რა იყო და როგორ, და შენ ამბობდი ხო იციო სულო და სულო , მაგრამ არ ვიტყვიო ხო ვიცი რა ჯიუტი და თავისნათქვამა ხარო, მარა ხო იციო შენო და კარი ყოველთვის ღიააო.
        ხოდა ავდექი და გამოვედი ღია იყო კარი და და არ დაგიჭერივარ, ორივემ ვიცოდით , რო რო რო გავიდოდი უკან აღარ მოვბრუნდებოდი, და შენ თქო და შენი უსიტყვობა მეთქი მკლავს თქო და უკვე დიდი ვარ თქო და აი მანდ გაგეცინა და კაი კაი , როგორც შენ გინდა წადიო და მაინც გახსოვდესო კარის ამბავიო და იმის მერე ბევრი , ბევრი დროს გავიდა, და ერთხელ გამახსენე მარტო ხო იცი კარიო და მეთქი ხო გითხარი უკვე დიდი ვარ და ჩემით ვივლი თქო და გაგეცინა კაი კაიო....

ვცდილობ... :)

 მასავით ვერავიზე წერო ბევრჯერ უთქვამთ...
 მე კიდევ ვცდილობ გადავეჩვიო ადამიანებზე დამოკიდებულებას...
 ვცდილობ დავიჯერო, რომ ყველა მათგანს,
 ორი ხელი,
 ორი ფეხი,
 ორი თვალი აქვს..
 ვცდილობ დავიჯერო, რომ ადამიანების გაშვება არც ისე რთულია და თუ როდესმე ვინმეს გაშვებას შეძლებ სხვა აუცილებლად მოვა...
 ვცდილობ გადავეჩვიო შენი ცხოვრებით ცხოვერებას და გამუდმებით არ ვიცოდე შენი სუნთქვის სიხშირე...
 ვცდილობ ვისწავლო ადამიანების ნაკლებად სიყვარული, გამიგია, რომ ასეთი სიყვარული ადამიანებთან უფრო გაშორებს, უსიყვარულობა კი გაახლოვებს, მაგრამ არამგონია ვინემს შეეძლოს სიყვარულის ხარისხებზე ლაპარაკი  მითუმეტეს მაშინ როცა საქმე მე მეხება...
 ხოდა დღეიდან შენზე აღარ დავწერ, არც სხვებზე და მერე რა თუ ჩემი მხატვრული ღირებულებები დაკნინდება, სამაგიეროდ მე მეცოდინება, რომ ადამიანებს
 ორი ფეხი,
 ორი ხელი,
 ორი თვალი აქვთ...
 ხოდა მე ჩემი ძველი დღიურებივით ჩაგტენე ჰელიუმით გაბერილ ბუშტში და ფრენა გასწავლე...
 ახლა ყველაფერი იქნება ჩვეულებრივ, ისე როგორც სხვებთან...
 იქნებ ნაკლები სიყვარულიც ვისწავლო...

ვდგავარ შენს უკან...

მთელი დღეა ვცდილობ არაფერი დავწერო, ფურცლები დავმალე, კალმები დავამტვრიე და კომპიუტერს ვერიდები, მაგრამ 3 წუთი თავისუფლი დროს, 3 წუთუ ცარიელი "სასაუბრო" და ხელებს ვეღარ ვაკავებ, ხოდა დილით გავიღვიძე და მეგონა, რომ ამ ქალაქში სუნთქვა შეიძლებოდა და გამონაბოლქვი არაფერს უშლიდა ხელს, ხოდა გადავწყვიტე, რომ როდესაც შენი ხელი მიჭირავს ყველა ბრძოლას მოვიგებთ, ხოდა არაფერია იმაზე ძლიერი ვიდრე მე როცა ვიცი რომ რაღაც მინდა. ხოდა მე მოქცემ ყოველ ჯერზე ძალას რომ გადაცურო ზღვა, და მე ყოველთვის ვიდგები შენს უკან.
    ხოდა პირველად გავს მაისი თებერვალს და არაფერია იმაზე რთული ვიდრე მაისში თოვლი, ხოდა უცნაურია, რომ ვზივარ და ვფიქრობ უცნაურია, რომ ოცნებების გარეშე გავიზარდე და ყველაფერს რეალობად ვაქცევდი ყოველთვის, ხოდა ორი დღეა მხრებზე შენი სუნი ამდის და წერა დავიწყე , არადა აღარ ვაპირებდი, არადა გავიზარდე , არადა ვისწავლე ჩემი დარდების ტარება, მეტიც დარდების გაქრობა ვისწავლე, მაგრამ ვზივარ და ვწერ, ხოდა ახლა ვდგავარ შენს უკან და გაძლევ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.

სახლია, რომელიც არ მაქვს...

      გამოვიხურავ ხოლმე კარს და დავდივარ ქუჩებში, რომლებსაც აგურის შენობები დაყვება გვერდით, აგურის შენობები, რომლებიც ისტორიებს გიყვებიან გეჩურჩულებიან, მზესუმზირის მჭამელ წყვილებზე, მოჩხუბარ ბიჭებზე, მეეტლეებზე, ჭორიკანა მეზობელბზე და ურთიერთობებზე მერე თბილისი, რო დაარქვეს. 
       ხოდა არაფერია ამ ქუჩებზე და ამ ამბებზე მეტი, ხოდა როცა არ ვიცი სად ვარ, ვინ ვარ, ან რას ვაკეტებ გავუშვებ ჩემ თავს და ვუსმენ ისტორიებს, როგორ მოდიოდნენ ქუცაში და როგორ მოტყდა გოგოს ფეხსაცმელზე ქუსლი, როგორ იჯდნენ ბიჭები და როგორ ყვებოდა ერთერთი , რომ გოგო ნახა აი ისეთი არასდროს არსად, რომ არ უნახავს და დადიოდა კი არა დაფრინავდაო, როგორ ეჩხუბა თავზე ბენდენაწაკრულმა ქალმა პირდაპირ და ერთი სართულით დაბლა მცხოვრებ ქალს, პირდაპირ აივნიდან და როგორ ვერ გასტანა გაბრაზებამ საღამოს ყავის დალევამდე, მერე მერე ყველაფერი გვარდებოდა, მერე ზაფხულები მოდიოდა და ქალაქის თავზე ვარსკვლავები ამოდიოდა, მერე სიზმრები ცხოვრებებს ემსგავსებოდა და პირიქითაც ხანდახან, ქვაფენილებს შორის წვიმა მოდიოდა და ყველაფერი ლაგდებოდა ზაფხულებამდე ლაგდებოდა.
       ხოდა დავდივარ და ვფიქრობ, რომ ჩემი ჩრდილიც კი წინ მისწრებს სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებო არადა უკან უნდა მომსდევდეს, ხოდა რაც მახსენდება და რჩება ხოლმე ფრაზებია...
    შენ ხარო...
    ერთიო...
    ბავშობიდანო....
    ხიდიო...
    თვალები....
    სხვას არავისო...
    მარტო შენო და შენო....
     ხოდა მარტო მე და სხვა რომ არავინ მაგიტომაცაა, რთული ალბათ, მაგიტომაცაა რომ მივაგდებ ამ ჩემს თავს ხან სად და ხან სად, მთავარია არ ამედევნოს, მთავარია სახლში დარჩეს და მთავარია ყველამ არ იცოდეს, მთავარია ყვეალს არ ვუყვარდე, მერე გამიხარდაის ხურჯინზე მძიმეა სიყვარულების ტარება, გაფრთხილება და კიდევ უფრო რთულია პასუხი.
    ხოდა კიდევ კარგი ამ ქალაქს აქვს ქუჩები , აი ისეთი ქვაფენილებიანი ქუჩები სადაც შეიძლება ფეხით სიარული და აგურის შენობების ისტორიების მოსმენა.

ვერ ვეშვები :)

აი ხომ არიან კაცები კლდეებს, რომ გვანან აი ისეთები რომ არიან წარბი, რომ არ უტოკდებათ, არასოდეს არსად მირბიან და არასოდეს არაფრის ეშინიათ, აი ისეთები რომ არიან შიშს, რომ ვერ უხსეენებ ვერაფრის შიშს, რომ ვერ უხსენებ, რომ ვერ აკადრებ, აი ყველაზე დიდები , რომ არიან ცოტას ძალანი ცოტას , რომ ლაპარაკობენ და რაღაცნაირად მძიმედ, რომ დადიან, აი ზღაპრებს, რომ გვანან და რომ გგონია ორი თითით აგწევს და ისე გაყურებინებს მთელს სამყაროს, შენო რომ ვერ ეტყვი, და გაუცნობიერებლად აფხაზური წესივით სახელს რომ ვერ დაუძახებ, არც შენ გეშინია მარა რა იცი მაინც კლდეა კაცი ხომ არა...
    ხოდა ერთხელ ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემამდე დიდი ხნით ადრე , იყო ერთი ეგეთი კაცი ჩემი თვალით მყავს ნანახი, მეტიც ვიცნობდი კიდეც, და აი იმ ცოტას რო ლაპარაკობდა მაშინ ვკითხე სულ არაფრის გეშინია თქო, ახლა რა ვარ და მაშინ კიდევ ამის ნახევარი ვიყავი, ხოდა არაფერი მიპასუხა, მე რისი მე ვარ, თქვი თქო და მგონი კიო და გამიკვირდა და აუ მეთქი, გული ამიცრუვდა მარა მაინც ვკითხე რისი თქო, ხოდა ერთხელაც რო ადგე გახვიდე და აღარ შემოხვიდეო, ხოდა გამიხარდა , ყველაზე და ყველაფერზე მეტად გამიხარდა, მერე ავდექი გამოვედი და აღარც შევსულვარ ეშინოდა და...

შეცდომების გარეშე... ახლა ვუყვარდე მას...

   ყველაფერს სიყვარულს ვაბრალებ, სიყვარულს და კიდე იმას ცოტახანი ვცხოვრობ თქო, მერე ვფიქრობდი და არა მგონი უფრო ასაკის ბრალია თქო, ადრე იმასაც ვამბობდი ერთხელ მოვდივარ და აბა რა ვქნა თქო, მერე რაღაც ზღაპარი წავიკითხე ერთ პრინცზე სასახლიდან, რომ გამიპარა და ერთიანად ნახა ყველაფერი, მერე დიდი ხანი გაუნძრევლად , რომ იჯდა და მერე რა მოხდა ყველამ იცის, ხოდა მეც დავფიქრდი , მარა მარა ეს მხოლოდ მიზეზის მოსაშორებლად, თორე მთაზე თავგადაპარსულს ცხოვრება და მიწიდან 10 მეტრზე აწევა რო არ შემიძლია მეც ვიცი.
         ხოდა რა შუაში იყო ეს ყველაფერი არ ვიცი და ბოლოს ყველაფერი ისევ იმ პირველ ორ მიზეზს, რომ დავაბრალე სამიდღის შემდეგ სახლში გულდაწყვეტილი მოვედი, იმ საღამოს მერე აღარ მიდარდია, მეორე დღეს ისევ რაღაც დებილობა გავაკეთე მეორე მიზეზის გამო და იმაზე კი ვდარდობდი მთელი ერთი დღე, მარა მგონი პირველად ვისწავლე შეცდომაზე და აღარც ეგ ღირს სადარდებლად.
      ხოდა ახლა ერთი კვირაა ვზივარ და აღარ ვდარდობ, ხოდა ახლა ერთი კვირაა მგონია, რომ უფრო დიდი ვარ და საერთოდ სხვა რამეებზე ვფიქრობ, ხოდა იმ დღეს რაღაც სურათი ვნახე სოციალურ სივრცეში მახინჯი გრძელსახელიანი პრინცის და აღარც მაგათი აღარ მჯერა...
     ხოდა პირველად ვცადე, რომ ვინმესთვის წამეკითხა და მეგონა რომ მომისმენდა , მაგრამ მივხვდი რომ არ ღირს, ცოტა მერე ისიც მივხვდი, რომ ეგეთი ადამიანებისთვის საერთოდ არაფერი არ ღირს და თავი დავანებე, ხოდა იყოს ახლა ისე თავისთის მარტო და რომ მიხვდება, რომ ჩემსავით ვერავინ წერს და მითუმეტეს ვერავინ კითხულობს მე მაგ დროს ვიჯდები ხის ტოტზე ჩამოკიდულ საქანელაზე მსოფლიოში ყველაზე კარგ მსმენელთან ერთად და წერილებს წავუკითხავ აი იმ წერილებ ყოველსაღამოს, რომ ვუწერ ხოლმე, და სანამ ახალ კონვერტს გავხსნი ის იფიქრებს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგოს ფეხებზე უდევს თავი და შეუძლებელია ამაზე ბედნიერი იყოს როდესმე, ხოდა მეც გავუღიმებ შiგადაშიგ და მივახვედრებ, რომ შიგადაშიგ კიდევ უფრო ბედნიერია....
     ხოდა აღაც მიყვარს და აღარც ცოტახნით ვცხოვრობ, თანაც უკვე დიდი ვარ , გასახსენებელი შეცდომაც საკმარისზე მეტი მაქვს და მოდი ახლა უბრალოდ წიგნებს დავუბრუნდები საღამოობით, რა იცი რა ხდება, ახლა კაფკაა პლიაჟზე, მერე ალბათ დიდი გაშლილი რუსული კაბებით წავალ ბალზე.
       შეცდომების გარეშე :)
ახლა ვუყვარდე მას... :)

ხუთი თუ ექვსი წლის წინ....

     სამას სამოცდახუთი დღიდან ერთ-ერთი და დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ხოდა ადამიანების გასახსენებლად ნივთებია თქო საჭირო სულ ვამბობდი, არაო ეხა დაიწყებენ ისეც გვახსოვსო, ისე გახსოვს მაგრამაი ძველ სკივრში, წიგნების კარადაში შეკუჭულს, შენი უჯრის კუთხეში მიგდებულს რო დაინახავ და გაგეღიმება, სულ ერთია ვისია ან რა არის, გახსენებს თან ღიმილით და მორჩა, თანაც ნივთებს საინტერესო თვისებები აქვს კადრებს ინახავს, ფირებივითაა , აიღებ და გახსენდება ვინ გაჩუქა? სად გაჩუქა და როგორ? კიდევ სუნს ინახავს ყველა ადამიანს, რომ აქვს თავისი დამახსიათებელი სუნი და მარტო შენი ადამაინები, რომ გრძნობენ აი მაგ სუნს ინახავს, ხოდა აი ეგ სუნი ისეთია, რომ გრძნობ გგონია რომ შენთანაა გგონია რომ ეხები და შეგიძლია ელაპარაკო კიდეც, ასეთია ჩემ ადამიანად ყოფნა ალბათ თქვენადაც.  
      ხოდა იმ დღეს უჯრას რომ ვალაგებდი რაღაც ვერ ვიპოვნე, რაღაც ისეთი რასაც სულ ვამჩნევ ხოლმე, ბენდენა რომელიც ვიჩუქე, საერთოდ მიყვარს ასე რაღაცებზე თქმა, ჩემია თქო ვამბობ მარტო ჩემ ადამიანებთან ოღონდ ხოდა მიდი და მითხარი არაო,  ხოდა ეს ის, ბენდენაა რამე თუ მტკიოდა მაგით, რომ ვიკრავდი, ღამე ქუჩაში თუ გავდიოდი თან მიმქონდა, ხოდა პატრონივით ამ ბენდენასაც შეეძლო ყველაფერი, ხოდა ხუთი თუ ექვსი წელი გავიდა და ისევ ქონდა ის სუნი და ზუსტად ისეთივე იყო როგორიც ღამის 11 საათზე ზაფხულის ღამეს ჩემი სახლის წინ.  ხოდა ახლა დაიკარგა ვეღარ ვპოულობ აღარც ვეძებ, მგონი უნდა გავუშვა მგონი აღარც უნდა გამახსენდეს... ხოდა ასეა ნივთები გვახსენებს ხოლმე ადაიანებს, ფირებივით ნივთები...

ლოდებივით...

        ლოდებივით სიტყვები და ლოდებივითვე უსიტყვობა, ხოდა შარშან ამ დროს, რომ ვთქვი შემიძლია თქო და უკან მოვიხედე არავინ დამხვდა, იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა და მეგონა რომ ახლა მაინც შევძლებდი და ახლა ჩემებიც კი არ დამხვდენ, ხოდა ასეა ადამიანებს ეშინიათ და მიდიან ხოლმე, ადამიანებს არ შეუძლიათ ხედავდნენ და ისინიც მიდიან, ახლა ვზივარ და ზუსტად არ ვიცი რა უფრო მეტკინა გუშინ რომ ადექი და ხელი გამიშვი თუ ის რომ ადამიანები მუდმივად მიცრუებენ იმედებს, ალბათ ყველაზე მეტად მაინც საკუთარი თავი მიცრუებს ხოლმე იმედებს, საკუთარი უნებისყოფობა მიჯაჭვულობა და უმოქმედობა, ხოდა ალბათ ბევრი რამე იმის ბრალიცაა, რომ შუა  ზაფხულში ჩემს ზაფხულში ზამთარი და თოვლი ვინატრე, ამ ზამთარს არ მოსულა და რა ვქნა დარდად ჩამყვა, ფაქტია, რომ ჩემი წელი არაა, ფაქტია რომ ბევრი კარგი რამ მოხდა და ფაქტია რომ ბევრი რამე საერთოდ არ მოხდა, ხოდა ჩემი ადამიანები , რომლებიც სულაც არ არიან ჩემბი იკარგებიან ხოლმე :) ასე წყლის მოტანა რომ აღარ შეგიძლია მდინარის დაშრობის გამო მიდიან და სულაც არ ელოდებიან წვიმას. ხოდა ლოდებივითაა უსიტყვობა, ხოდა უშენობაც ეგრეა...

ჭადის ნატეხივით სიყვარული...

  არაფერია იმაზე ნამდვილი ვიდრე ბურნათს აქეთ სამყარო, ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული,  ჩამოი? როის მიხვალ? და წყალწყალა ადესასავით გულწრფელი ღიმიილი, სიგრილე და ეზოს წინ ჩამოსული ბჟუჟის წყალი, ქუჩები სადაც შენი ფეხის ხმა ისმის, ისტორიები და კუთხეები, ჩვენი ისტორიები და კუთხეები და ერთად გავლილი 5 წლიანი გზა, ხოდა აქ არაფერი იცვლება და აქ ყოველთვის ყველას უყვარხარ, ხოდა აქ სულ იღიმიან და ჭადის ნატეხივით გიყოფენ სიყვარულს, ხოდა ერთი თვეა აქეთ არ ყოფილაო მაგრამ მაინც ყველგან შენ ხარ და ყველგან შენი ხმა ისმის, მაგიტომაც დავდივარ ასე კოჭამდე კაბით და თავდახრილი კლდეს რომ ერიდებიან ისე, ხოდა ჩემ ფანჯრებში კოკისპირულად წვიმს თბილი ჟაკეტი მაცვია და მაინც ცივა, აქ წელიწადმა თვეები არ იცის... ხოდა ასე ბახმაროსა და გომისმთას შორის დავდივარ და მგონია რომ მთელი სამყაროს სიყვარული დამაქვს მგონია, რომ ყველას წილ სიყვარულს მე ვიპარავ და მეც არ ვიცი რას ვშობი და აბა შენ როგორ გითხრა... ხოდა უსიყვარულობას და სიცხეს გამოვექეცი შევივსე და ახლა არსად წასვლა აღარ მინდა, ხოდა ასე არსად არავის უყვარს.

რა მნიშნელობა აქვს

 სატარებელიო, ერთადო მე და შენო , ხოდა ბოლოს მართლა მე და შენ და ვატარებთ და როდემდე და მერამდენედ და იმედები და იმედები, და ენდობი და ადამიენბის ნდობა არასოდეს შეიძლებოდა და ახლა მითუმეტეს, ხოდა წლები გადის და უფრო და უფრო მძიმეა სატარებელი და ჩვენც ისევ მე და შენ ვართ და ისევ მე და შენ დაგვაქვს და ვატარებთ
  მანამ სანამ და მანამ სანამ,
     რა მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვართ და მე და შენ ხოდა
   ამასაც და აქამდეც
   და აღარ ,
   ხოდა ამასაც და აქამდეც
   ვატარეთ ხოდა ვატარებთ,
ხოდა ხელის გაშვებას გადმოყოლა მირჩევნია და სანამ არ გადმოგყვება და ხელს გაგიშვებს მანამდე ვიქნებით მე და შენ იმიტო რო ხელი არასოდეს მისხლტება და გადმოყოლას კიდე ფიქრი არ სჭირდება...
    ხოდა მთაზე ასვლისას ყველაზე მნიშვნელოვანია ვინ გიდგას უკან ხოდა მაგიტომაცაა...
   უკვე
   და აქამდე
   და მერეც
   მე და შენ რომ ავდივართ და ერთმანეთს ვენაცვლებით...
   ხოდა ვერ გეტყვი სხვა ყველა ზედმეტია თქო მარა წამსვლელს არასდროს დავიჭერთ და მანამდე ვიჭერთ ხოლმე სანამ ძალა გვაქვს და სანამ შეგვიძლია გავეკიდოთ, ხოდა ბოლოს ვეცემით და მაინც მიდის და ვხვდებით, რო თავიდანვე უნდა გაგვეშვა და მის გარეშეც არსებობს სამყარო, ხოდა დაჯერებაა რთული თორე რო შეძლებ მერე ყველაფერი მარტივია მანამდეა რთული მარტო, ხოდა იცოდე რომ ხელს არასოდეს გაგიშვებ და გაშვებას გადმოყოლა მირჩევნია, გადმოყოლას კიდე ფიქრი არ ჭირდება, მანამ არ გაგიშვებ სანამ გადმოყოლას ფიქრი დაჭირდება.


 ჩემს მეგობრებს :) 

ძილის წინ მოსაყოლი ზღაპარივით

ხოდა მიდი და არ გიყვარდეს, როცა გიყვარს... 
მიდი და უსმინე, რომ...
ის ის ხომ...
და შენ ხომ, უფრო...
და იმან ხომ...
და ყველამ ხო უკეთ იცის და შენ რა იცი როგორ და სად, და ვინ და შენ ხომ ვერ ხედავ და...
ესეთი ბრმაცო, არაო...
და სხვებმა ხომ იციან და სხვები ხომ ცხოვრობენ , და მერეც ისინი იდარდებენ და მერეც ისინი იცხოვრებენ,,, და შენ დაივიწყე და შენ ოფ! მოეშვი, და შენ სხვა,,, ყველა და ის ხომ , და შენ ხომ უფრო... 
    ხოდა კაი რა...
და კიდე??
და ფიქრობ??
და არ ჯერათ.
    შენ ? შენ ცხოვრობ და შენ გიყვარს და როგორ არ უნდა გიყვარდეს როცა გიყვარს?/ და აცადეთ რა იდარდოს და იფიქროს და იბრძოლოს, უყვარდეს. როგორ არ უნდა უყვარდეს, როცა უყვარს.

ფერნაცვალი ფოთლებივით

     სადღაც ბახმაროსა და გომის მთას შორის, ბჟუჟის პირას ზაფხულს დღეებს ვუთვლი და ხეებს ვაცლი ყველა ფერნაცვალ ფოთოლს, წელიწადის სხვა დროებზე ლაპარაკი ავკრძალე და ზამთარი სპილოს დაემსგავსა, რომ არ უნდა იფირო ისეთს...
  ბედნიერბა სიტყვებია , სიტყვები კიდევ არასოდეს გავს შეგრძნებებს, ჩახუტება ხომ სიტყვებს არ გავს და მზის ჩასვლისას ვერადროს ხედავ უკნიდან ვინ მოდის, მიზს ჩასვლისას საერთოდ ვერავის ხედავ და ფეხის ხმაც არასოდეს გავს ზღვისას...
     ბედნიერება სიტყვებს არ გავს ადამიანები გვანან მხოლოდ ბედნიერებეს, ხოდა ახლა ვზივარ ბახმაროსა და გომის მთას შორის, ბჟუჟის პირას და ქუჩას გავყურებ , ზაფხულს დღეებს ვუთვლი და სხვა სეზოებზე ლაპარაკი ავკრძალე, განსაკუთრებით სპილოდ ქცეულ ზამთარზე.
      ხოდა ისევ ყველაფერ ვამბობ ხოლმე სათქმელის გარდა , ყველა ზაფხული არ გვზრდის :)

გორგოლაჭებიან ჩემოდანში ჩატეული ზაფხული

გორგოლაჭებიან ჩანთაში მოგონებებს ვალაგებ და ბუხართან ძილივით ვემშვიდობები ზაფხულს...
  ჭიშკრის იქითა სამყარო ყოველთვის ერთნაირი იყო და ისე მივდივარ, რომ ვერ გნახე...
როცა ვამბობ შენსავით არავის, არავის თქო ყელში ბურთი მებჯინება და ყოველი შემოხედვისას მგონია ჭრილობებს გიახლებ...
ყველაფერი მთავრდება ან იცვლება ხოლმე, შენ კი ბავშობაში აღმოჩენილ ჭადარს გავხარ ნატვრის ხედ რომ ვაქციე და ჩემი დარდების შევაბამ ხოლმე, შენ კიდევ დაგაქვს, დაგაქვს და არავის უყოფ, ჩვენი სამყარო ხომ მხოლოდ შენ დაგრჩა.
        და რამდენიც არ უნდა ვამტკიცო გავიზარდე თქო ისევ ვცდილობ ველოსიპედი უკანა ბორბალზე (საბურავზე) ვატარო.
                     ჩემი ცხოვრებაც ასეთია, ზაფხულის კოკისპირულ წვიმას გავს ხან ტანსაცმლიანად გარეთ გავარდები და მთელი სამყაროს ბედნიერებას იტევ სველი თმისა და მაისურის მიღმა, ხან კი ფანჯარასთან ჩაით ხელში ზიხარ და შემოდგომაზე ფიქრობ ჯერ შორს მყოფ შემოდგომაზე, დარდებიან შემოდგომაზე, ისრიმისფერ შემოდგომაზე, წვიმიან შემოდგომაზე...
                      ხოდა ასე ვალაგებ ყველაზე ბედნიერი ზაფხულის მოგონებებს გორგოლაჭებიან ჩემოდანში და მაინც მგონია, რომ შენსავით არავის ვუყვარვარ.
     სახლში მხოლოდ ვარდისფერი მაქმანიანი სარაფანი და ფარფატა ბალეტკები მიმაქვს წითელ ბენდენასთან ერთად.... მერე დედა თმას დამიწნის და ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს... მგონი წერილებიც აღარ დამრჩა დასაწერი...

და არსად გავუშვებ

ოცნებები და ყველაფერი ის რაც ხდება...
   ერთი ორი სამი... შემოდგომას მოყვება ხოლმე ასეთი
ზამთრისფერი,
ნაცრისფერი,
უშენო ისტორიები...
ხოდა ნოემბერია წინ და მეც მაქვს ახალი ზუსტად ჩემნაირი ლურჯი კაბა, რომლითაც ვიჯდები ხოლმე ღია კაფეში და ფეხის ხმებს დავითვლი, ერთი,
ორი,
სამი...
    და ფოთლები შემოვლენ,
ყვითელი,
წითელი,
ისრიმისფერი,
შენფერი ფოთლები შემოვლენ,
 ჟასმინის ჩაის სუნივით არაფერი უხდება შემოდგომას...
   ხოდა ჯერ არაფერი შეცვლილა და ჯერ ისევ ყველაფერი მწვანეა, მე კი დავდივარ და ხეებს ფოთლებს ვუთვლი,
ერთი,
ორი,
სამი...
თითო-თითოდ მივაკერებ ყველა გაყვითლებულ ფოთოლს, მერე მწვანე პერანგს მოვუქსოვ და არსად გავუშვებ...
   მერე ფეხის ხმებს დავითვლი ოთახისკენ,
ერთი,
ორი,
სამი...ჟასმინის ჩაის გასწვრივ ჩემი ხელების უკან შემოდგომის სუნი შემომეხვევა ყელზე და არსად გავუშვებ...
   ერთი,
ორი,
სამი...
 ყვითელი შარფის ქსოვას ვიწყებ....
დიდი შარფის,
კლდისფერი შარფის,
შემოდგომის სუნს, რომ დაიჭერს ხოლმე და ჩემამდე მოიტანს ჟასმინის ჩაის გასწვრივ ჩემი ხელების უკან...
  ყელზე შემოხვეული შემოდგომა და ჯერ არსად წასულა, არც არსად გავუშვებ...
ერთი,
ორი,
სამი...
ჯერ ისევ შემოდგომაა,
ზამთრისფერი,
ნაცრისფერი,
თოვლისფერი ფიქრებით,
და არსად გავუშვებ...

Thursday, February 26, 2015

მეღვიძება

     დიდი ხანია აქ აღარაფერი დამიწერია, ბოლოს ექიმმა, რომ მითხრა: - ნერვოზი გაქვს თან ძალიან რთულად, შეიძლება სახლიდან გასვლი ფობია დაგეწყოსო. მას შემდეგ სახლში ყოფნის ფობია მაქვს. ისიც მითხრა: -ემოციებს ერიდეო, სიხარულსაც და მწუხარებასაცო, ხომ ხედავ ვერ გამოხატავ და რასაც გიშვებაო.
     ვიფიქრე ვიფიქრე და რა ვქნა ამას ვერ შევეშვები, ვერ შევძლებ რომ წელიწადში სამჯერ, თვეში ორჯერ ან კვირაში რამდენჯერმე ჩემმა ემოციებმა არ შემჭამონ, სხვანაირად გავსუქდები, სხვანაირად ვერ ვიცინებ ყველაფერზე და სხვანაირად არ მომიწევს ყველაფრის დამალვა, მერე მეც თქვენ დაგემსგავსებით. მერე, მერე ჩემი ზურგჩანთისნაირიც კი აღარ ვიქნები.
    ხოდა ახლა ის პერიოდია კვირაში რამდენჯერმე, რომ მჭამს ჩემი ემოცია, ღამე მაღვიძებს და მახსენებს,რომ უნდა მენატრებოდე, მაღვიძებს და გამოფხიზლებამდე სუნთქვასაც მიჩერებს, მერე მახსენდება, რომ უნდა მეზიზღებოდე. ახლა ისიც მახსენდება, რომ არ უნდა ვწერდე და საერთოდ არ უნდა ვფიქრობდე შენზე, საფიქრალი ხომ ძალიან ბევრი გავიჩინე, ავდექი და ყველას ტარება გადავწყვიტე. გადავწყვიტე , რომ შემიძლია და გადავწყვიტე, რომ არასოდეს, არავის, არსად არ დავტოვებ, არასოდეს არავინ დამავიწყდება და ყველას ბოლომდე ვატარებ, ყველას საფიქრალი გავიყავი, ზოგის მთლიანდ ავიღე და წამოვიღე, მაგრამ , მაგრამ , მაგრამ... ამ სიტყვამდე ნათქვამ არცერთ სიტყვას ხომ აზრი, არ აქვს, აზრი არ აქვს მანამდე ნაწერს, ნაფიქრალს და ნაოცნებარს, ამიტომაც უნდა დაიწყო მაგრამით წინადადება.
ხოდა...
მაგრამ, მაგრამ ვფიქრობ, მეღვიძება, ან საერთოდ არ მეძინება და მენატრები... ყველა ჩემი ორგანო ზეპირად ვიცი სადაა, ისიც კი ვიცი დიაფრგმას რამხელა ადგილი უკავვია და ხანდახან მგნონია, რომ საკუთარი ფილტვები ხელში მიჭირავს და რომ შემეძლოს მოვუჭერდი. მოვუჭერდი და არ ვასუნთქებდი, არ ვასუნთქებდი ჰაერს, რომელმაც მერე ისევ შენზე უნდა იფიქროს.
სულერთია, სულერთია, არცერთმა ექიმმა არ იცის რა არის ნერვოზი, არცერთმა ექიმმა არ იცის, რომ სახლიდან გასვლის ფობია კი არ ქვია მაგას სახლის სუნის სიყვარული ქვია, არცერთმა ექიმმა არ იცის, რომ ფანჯრიდან წვიმას ვერასოდეს ვუყურებ, ემოციები კი იმიტომ არის , რომ შევიგრძნო, შემჭამოს და გამახსენოს, რომ ცოცხალი ვარ.
ხოდა ასე ყველაზე არარომანტიკოსი გოგოს სიზმარივით მოვყევი, მოვყევი, რომ ცუდად ვარ, მოვყევი , რომ მალე გამივლი და ის რომ აღიარებიდან მალევე ქრებიან ადამიანები, სიზმრებივით ქრებიან ადამიანები...