Friday, January 12, 2018




           ეს არც ცხოვრებაა და არც არსებობა , ეს არ არსებობაა ან კიდევ უფრო უარესი არარსებობის სურვილი, გაჭედვა, გაჩხერა, კლაუსტროფიბიის შიში, დახურული ფანჯრების შიში და ეს უაზრო ფრაზები რომ აღარ შემიძლია და რომ ვეღარ შევძლებ და ამით უნდა დასრულდეს და იქნებ ახლა მაინც და ელოდები, თვალის გახელიდან ელოდები, და ისევ ნატრობ, და წამები თითქოს უნდა გახსოვდეს და არაფერი გახსოვს, ივიწყებ და მხოლოდ ცუდი რჩება, ამ წიგნის წერა კიდევ ვერ ვისწავე მარტოხელა 33 წლის ქალზე კრემს რო თვიონ ისვამს ხომე ზურგზე და მაინც ბედნიერია, ბედნიერია რომ დედამთილი არ აწუხებს, ბედნიერია რომ საკუთარი ქმარი ყელში ბურთივით არ ეჩხირება, ბედნიერია რომ არავის სიყვარული არ სჭირდება, და საახალწლო დეკორაციასთან თბილი წინდები ხელში მოხვედრისლი თუნდაც წყალი და ტელევიზორში ნანახი ფეიერვერკიც ყოფნის, ხო ეს ბედნიერებაა არაა მოჩვენებით და ნამდვილია, ყველა ჩვენგანზე მეტად ნამდვილი....
       და ხო მან შეძლო სურვლების ასრულება, და მას არ უწევს ბალიშზე გულაღმა წოლა და მოგუდულად ჰაერის მოგროვება რომ არ გაიგუდოს...
          მე მჯერა მჯერა რომ ნახტომები არსებობს და მჯერა რომ ჩემი ოცნებებიც ნაკვალევის ფეხდაფეხაა, უბრალოდ ავცდი უბრალოდ არ მიდოდა, უბრალოდ სულერთია და გულაღმა წოლას მაინც მიჩვეული ვიყავი და ეს მოგუდულობაც ყოველთვის ოსკარის დონეზე გამომდიოდა..
     ფანჯრების გაღება მინდა
ყელა ფანჯრის გაღება მინდა და საკუთარი არარსებობის სარკიდან ამოშლა...
           ხო ასეთია ეს ცხოვრება, ირონილი ცხოვრება რომ ქვია ჯერ მარტო იმიტომ...
აღარ .
დღეს აღარ...
ალბათ ხვალ...
ალბათ გაქეობამდე.

No comments:

Post a Comment