Friday, September 4, 2015

ვინ ჰკითხავს ამინდს..

დღეს მთელი დღეა ვფიქრობ, რომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, და ვფიქრობ, რომ 
"როცა წვიმს, ეს სულაც არ ნიშნავს მარტოობას.

 როცა მარტო ვარ, ეს სულაც არ ნიშნავს წვიმას.

 ვინ ჰკითხავს ამინდს..

 რა იცის ამინდმა.."
   ხოდა ასე ვფიქრობ, რომ მეც შეიძლება ვიყო მარტო და მეც შეიძლება ვიდარდო ბიჭზე ჩვეულებრივ ბიჭზე, მეც შეიძლება ვიყო ცუდ ხასიათზე და მეც მინდოდეს წვიმაში სიარული, სევდიანი მუსიკის მოსმენა, ხოდა ასე ვფიქრობდი, რომ მეც შეიძლება ვიყო ერთერთი და მეც შეიძლება ვიყო ჩვეულებრივი, როცა 

      "შენ კიდე უფრო ზაფხულის, გულთან ერთი ღილით ჩახსნილი პერანგების ხარ, მაგრამ მაინც სულ ხარ ჩემს ალიასკურ ნატვრებში, ამიტომაც ხარ ჩემთვის ასაკით ჩემი ოცნებების ხელა.."

   მიდი და დაიჯერე , რომ ერთერთ ხარ , მიდი და დაიჯერე, რომ ჩვეულებრივი ხარ , როგორ როგორ შეიძლება უყვარდე ადამიანს ასე უყვარდე და შენ არ იყო სხვა, ხოდა ამიტომაც ვარ ყოველთვის მხიარული, ყოველთვის ბევრნი და ყოველთვის ზაფხული. ადამიანები ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ, რომ უყვარდეთ ჩემნაირი "ძონძი" ეს ადამიანები არიან ისინი ვის გამოც მე ვერასოდეს ვიქნები ჩვეულებრივად მოწყენილი გოგო, ვერც ჩვეულებრივ ბიჭზე ვიფიქრებ და ვერც სევდიან მუსიკებს მოვუსმენ წვიმაში უქოლგოდ სიარულისას..

No comments:

Post a Comment