Friday, September 4, 2015

გორგოლაჭებიან ჩემოდანში ჩატეული ზაფხული

გორგოლაჭებიან ჩანთაში მოგონებებს ვალაგებ და ბუხართან ძილივით ვემშვიდობები ზაფხულს...
  ჭიშკრის იქითა სამყარო ყოველთვის ერთნაირი იყო და ისე მივდივარ, რომ ვერ გნახე...
როცა ვამბობ შენსავით არავის, არავის თქო ყელში ბურთი მებჯინება და ყოველი შემოხედვისას მგონია ჭრილობებს გიახლებ...
ყველაფერი მთავრდება ან იცვლება ხოლმე, შენ კი ბავშობაში აღმოჩენილ ჭადარს გავხარ ნატვრის ხედ რომ ვაქციე და ჩემი დარდების შევაბამ ხოლმე, შენ კიდევ დაგაქვს, დაგაქვს და არავის უყოფ, ჩვენი სამყარო ხომ მხოლოდ შენ დაგრჩა.
        და რამდენიც არ უნდა ვამტკიცო გავიზარდე თქო ისევ ვცდილობ ველოსიპედი უკანა ბორბალზე (საბურავზე) ვატარო.
                     ჩემი ცხოვრებაც ასეთია, ზაფხულის კოკისპირულ წვიმას გავს ხან ტანსაცმლიანად გარეთ გავარდები და მთელი სამყაროს ბედნიერებას იტევ სველი თმისა და მაისურის მიღმა, ხან კი ფანჯარასთან ჩაით ხელში ზიხარ და შემოდგომაზე ფიქრობ ჯერ შორს მყოფ შემოდგომაზე, დარდებიან შემოდგომაზე, ისრიმისფერ შემოდგომაზე, წვიმიან შემოდგომაზე...
                      ხოდა ასე ვალაგებ ყველაზე ბედნიერი ზაფხულის მოგონებებს გორგოლაჭებიან ჩემოდანში და მაინც მგონია, რომ შენსავით არავის ვუყვარვარ.
     სახლში მხოლოდ ვარდისფერი მაქმანიანი სარაფანი და ფარფატა ბალეტკები მიმაქვს წითელ ბენდენასთან ერთად.... მერე დედა თმას დამიწნის და ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს... მგონი წერილებიც აღარ დამრჩა დასაწერი...

No comments:

Post a Comment