მასავით ვერავიზე წერო ბევრჯერ უთქვამთ...
მე კიდევ ვცდილობ გადავეჩვიო ადამიანებზე დამოკიდებულებას...
ვცდილობ დავიჯერო, რომ ყველა მათგანს,
ორი ხელი,
ორი ფეხი,
ორი თვალი აქვს..
ვცდილობ დავიჯერო, რომ ადამიანების გაშვება არც ისე რთულია და თუ როდესმე ვინმეს გაშვებას შეძლებ სხვა აუცილებლად მოვა...
ვცდილობ გადავეჩვიო შენი ცხოვრებით ცხოვერებას და გამუდმებით არ ვიცოდე შენი სუნთქვის სიხშირე...
ვცდილობ ვისწავლო ადამიანების ნაკლებად სიყვარული, გამიგია, რომ ასეთი სიყვარული ადამიანებთან უფრო გაშორებს, უსიყვარულობა კი გაახლოვებს, მაგრამ არამგონია ვინემს შეეძლოს სიყვარულის ხარისხებზე ლაპარაკი მითუმეტეს მაშინ როცა საქმე მე მეხება...
ხოდა დღეიდან შენზე აღარ დავწერ, არც სხვებზე და მერე რა თუ ჩემი მხატვრული ღირებულებები დაკნინდება, სამაგიეროდ მე მეცოდინება, რომ ადამიანებს
ორი ფეხი,
ორი ხელი,
ორი თვალი აქვთ...
ხოდა მე ჩემი ძველი დღიურებივით ჩაგტენე ჰელიუმით გაბერილ ბუშტში და ფრენა გასწავლე...
ახლა ყველაფერი იქნება ჩვეულებრივ, ისე როგორც სხვებთან...
იქნებ ნაკლები სიყვარულიც ვისწავლო...
No comments:
Post a Comment