სამას სამოცდახუთი დღიდან ერთ-ერთი და დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ხოდა ადამიანების გასახსენებლად ნივთებია თქო საჭირო სულ ვამბობდი, არაო ეხა დაიწყებენ ისეც გვახსოვსო, ისე გახსოვს მაგრამაი ძველ სკივრში, წიგნების კარადაში შეკუჭულს, შენი უჯრის კუთხეში მიგდებულს რო დაინახავ და გაგეღიმება, სულ ერთია ვისია ან რა არის, გახსენებს თან ღიმილით და მორჩა, თანაც ნივთებს საინტერესო თვისებები აქვს კადრებს ინახავს, ფირებივითაა , აიღებ და გახსენდება ვინ გაჩუქა? სად გაჩუქა და როგორ? კიდევ სუნს ინახავს ყველა ადამიანს, რომ აქვს თავისი დამახსიათებელი სუნი და მარტო შენი ადამაინები, რომ გრძნობენ აი მაგ სუნს ინახავს, ხოდა აი ეგ სუნი ისეთია, რომ გრძნობ გგონია რომ შენთანაა გგონია რომ ეხები და შეგიძლია ელაპარაკო კიდეც, ასეთია ჩემ ადამიანად ყოფნა ალბათ თქვენადაც.
ხოდა იმ დღეს უჯრას რომ ვალაგებდი რაღაც ვერ ვიპოვნე, რაღაც ისეთი რასაც სულ ვამჩნევ ხოლმე, ბენდენა რომელიც ვიჩუქე, საერთოდ მიყვარს ასე რაღაცებზე თქმა, ჩემია თქო ვამბობ მარტო ჩემ ადამიანებთან ოღონდ ხოდა მიდი და მითხარი არაო, ხოდა ეს ის, ბენდენაა რამე თუ მტკიოდა მაგით, რომ ვიკრავდი, ღამე ქუჩაში თუ გავდიოდი თან მიმქონდა, ხოდა პატრონივით ამ ბენდენასაც შეეძლო ყველაფერი, ხოდა ხუთი თუ ექვსი წელი გავიდა და ისევ ქონდა ის სუნი და ზუსტად ისეთივე იყო როგორიც ღამის 11 საათზე ზაფხულის ღამეს ჩემი სახლის წინ. ხოდა ახლა დაიკარგა ვეღარ ვპოულობ აღარც ვეძებ, მგონი უნდა გავუშვა მგონი აღარც უნდა გამახსენდეს... ხოდა ასეა ნივთები გვახსენებს ხოლმე ადაიანებს, ფირებივით ნივთები...
No comments:
Post a Comment