ოცნებები და ყველაფერი ის რაც ხდება...
ერთი ორი სამი... შემოდგომას მოყვება ხოლმე ასეთი
ზამთრისფერი,
ნაცრისფერი,
უშენო ისტორიები...
ხოდა ნოემბერია წინ და მეც მაქვს ახალი ზუსტად ჩემნაირი ლურჯი კაბა, რომლითაც ვიჯდები ხოლმე ღია კაფეში და ფეხის ხმებს დავითვლი, ერთი,
ორი,
სამი...
და ფოთლები შემოვლენ,
ყვითელი,
წითელი,
ისრიმისფერი,
შენფერი ფოთლები შემოვლენ,
ჟასმინის ჩაის სუნივით არაფერი უხდება შემოდგომას...
ხოდა ჯერ არაფერი შეცვლილა და ჯერ ისევ ყველაფერი მწვანეა, მე კი დავდივარ და ხეებს ფოთლებს ვუთვლი,
ერთი,
ორი,
სამი...
თითო-თითოდ მივაკერებ ყველა გაყვითლებულ ფოთოლს, მერე მწვანე პერანგს მოვუქსოვ და არსად გავუშვებ...
მერე ფეხის ხმებს დავითვლი ოთახისკენ,
ერთი,
ორი,
სამი...ჟასმინის ჩაის გასწვრივ ჩემი ხელების უკან შემოდგომის სუნი შემომეხვევა ყელზე და არსად გავუშვებ...
ერთი,
ორი,
სამი...
ყვითელი შარფის ქსოვას ვიწყებ....
დიდი შარფის,
კლდისფერი შარფის,
შემოდგომის სუნს, რომ დაიჭერს ხოლმე და ჩემამდე მოიტანს ჟასმინის ჩაის გასწვრივ ჩემი ხელების უკან...
ყელზე შემოხვეული შემოდგომა და ჯერ არსად წასულა, არც არსად გავუშვებ...
ერთი,
ორი,
სამი...
ჯერ ისევ შემოდგომაა,
ზამთრისფერი,
ნაცრისფერი,
თოვლისფერი ფიქრებით,
და არსად გავუშვებ...
No comments:
Post a Comment