Friday, September 4, 2015

ჭადის ნატეხივით სიყვარული...

  არაფერია იმაზე ნამდვილი ვიდრე ბურნათს აქეთ სამყარო, ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული,  ჩამოი? როის მიხვალ? და წყალწყალა ადესასავით გულწრფელი ღიმიილი, სიგრილე და ეზოს წინ ჩამოსული ბჟუჟის წყალი, ქუჩები სადაც შენი ფეხის ხმა ისმის, ისტორიები და კუთხეები, ჩვენი ისტორიები და კუთხეები და ერთად გავლილი 5 წლიანი გზა, ხოდა აქ არაფერი იცვლება და აქ ყოველთვის ყველას უყვარხარ, ხოდა აქ სულ იღიმიან და ჭადის ნატეხივით გიყოფენ სიყვარულს, ხოდა ერთი თვეა აქეთ არ ყოფილაო მაგრამ მაინც ყველგან შენ ხარ და ყველგან შენი ხმა ისმის, მაგიტომაც დავდივარ ასე კოჭამდე კაბით და თავდახრილი კლდეს რომ ერიდებიან ისე, ხოდა ჩემ ფანჯრებში კოკისპირულად წვიმს თბილი ჟაკეტი მაცვია და მაინც ცივა, აქ წელიწადმა თვეები არ იცის... ხოდა ასე ბახმაროსა და გომისმთას შორის დავდივარ და მგონია რომ მთელი სამყაროს სიყვარული დამაქვს მგონია, რომ ყველას წილ სიყვარულს მე ვიპარავ და მეც არ ვიცი რას ვშობი და აბა შენ როგორ გითხრა... ხოდა უსიყვარულობას და სიცხეს გამოვექეცი შევივსე და ახლა არსად წასვლა აღარ მინდა, ხოდა ასე არსად არავის უყვარს.

No comments:

Post a Comment