Friday, September 4, 2015

ჩემი ათწუთიანი მყარი გადაწყვეტილებები

"ჩემი ათწუთიანი მყარი გადაწყვეტილებები" 
 ჰოდა ასე ჩვეულებრივზე ცუდი ამინდია, და ტემპერატურის მაჩვენებელი ზაფხულის ნიშანწყალზეც კი არ მეტყველებს, ხოდა ასე მარტო ჟაკეტით რომ ვერაფერს გახდები და გაზაფხულობანას რომ ეთამაშბი მარტს ის ამინდია, ხოდა ასე აყვავდა თქო ემი სახლის წინ ხე თქო , აყვავდა თქო და იქნებ მოვიდეს თქო, მერე ხო იცი ყველაფერი უფრო მარტივია, მერე ხო იცი ზღვა და მზე ყველაფერს ყვება და ყველაფერს გისმენს, მერე ხო იცი შენც საკმარისი ხარ და მერე ხომ იცი ჟაკეტით ყველაფერს გახდები. მერე, მერე ალბათ ზღვაც დაგიძახებს დაგიძახებს და გეტყვის, რომ... არვის არასდროს არ უუთხრა რასაც გეუბნება არასდროს არავის გაუმხილო, წყალში შესვლამდე ფეხზე ხელს, როგორ გიჭერს და როგორ მიგათრევს, მიგათრევს რომ დაგისაკუთროს და გახსენებს , რომ მზეეს გააქრობ გაწელავ და დაამახინჯებ თვალების მარტივი მოძრაობით, მაგრამ ვერაფერს უზამ ზღვის ხმაურს, ვერაფერს უზამ სიცხეს და ვერაფერს უზამ ტალღებს რომელიც ფეხზე ჩაჭიდებული მიგათრევს მისკენ და არაფრის დიდიებით შეგიძლია შეეწინააღმდეგო, არ გაქვს სიტყვების ძალა, ან შეიძლება სიტყვებს არ ააქვს მაგ დროს ძალა. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია ზაფხული მოვიდეს მთავარია ჩემი თავი მივათრიო ზაფხულამდე და მერე ყველაფერი თვითონ იქნება და ყველაფერი თვითონ მოხდება, მერე ყველაფერი მარტივია ზღვა და მზე ატარებს ჩემ წილ გადაწყვეტილებებს. 
    ვერასდროს გვიზრდები იმხელა, რომ ჩემი გადაწყვეტილებების სიმყარე ათ წუთზე დიდხანს გაგრძელდეს, ხოდა ასე ამინდში რომელსაც არანაირი ნიშანწყალი არ აქვს ზაფხულის, იცოდე, რომ მაინც მოვა.

No comments:

Post a Comment