ყველაფერს სიყვარულს ვაბრალებ, სიყვარულს და კიდე იმას ცოტახანი ვცხოვრობ თქო, მერე ვფიქრობდი და არა მგონი უფრო ასაკის ბრალია თქო, ადრე იმასაც ვამბობდი ერთხელ მოვდივარ და აბა რა ვქნა თქო, მერე რაღაც ზღაპარი წავიკითხე ერთ პრინცზე სასახლიდან, რომ გამიპარა და ერთიანად ნახა ყველაფერი, მერე დიდი ხანი გაუნძრევლად , რომ იჯდა და მერე რა მოხდა ყველამ იცის, ხოდა მეც დავფიქრდი , მარა მარა ეს მხოლოდ მიზეზის მოსაშორებლად, თორე მთაზე თავგადაპარსულს ცხოვრება და მიწიდან 10 მეტრზე აწევა რო არ შემიძლია მეც ვიცი.
ხოდა რა შუაში იყო ეს ყველაფერი არ ვიცი და ბოლოს ყველაფერი ისევ იმ პირველ ორ მიზეზს, რომ დავაბრალე სამიდღის შემდეგ სახლში გულდაწყვეტილი მოვედი, იმ საღამოს მერე აღარ მიდარდია, მეორე დღეს ისევ რაღაც დებილობა გავაკეთე მეორე მიზეზის გამო და იმაზე კი ვდარდობდი მთელი ერთი დღე, მარა მგონი პირველად ვისწავლე შეცდომაზე და აღარც ეგ ღირს სადარდებლად.
ხოდა ახლა ერთი კვირაა ვზივარ და აღარ ვდარდობ, ხოდა ახლა ერთი კვირაა მგონია, რომ უფრო დიდი ვარ და საერთოდ სხვა რამეებზე ვფიქრობ, ხოდა იმ დღეს რაღაც სურათი ვნახე სოციალურ სივრცეში მახინჯი გრძელსახელიანი პრინცის და აღარც მაგათი აღარ მჯერა...
ხოდა პირველად ვცადე, რომ ვინმესთვის წამეკითხა და მეგონა რომ მომისმენდა , მაგრამ მივხვდი რომ არ ღირს, ცოტა მერე ისიც მივხვდი, რომ ეგეთი ადამიანებისთვის საერთოდ არაფერი არ ღირს და თავი დავანებე, ხოდა იყოს ახლა ისე თავისთის მარტო და რომ მიხვდება, რომ ჩემსავით ვერავინ წერს და მითუმეტეს ვერავინ კითხულობს მე მაგ დროს ვიჯდები ხის ტოტზე ჩამოკიდულ საქანელაზე მსოფლიოში ყველაზე კარგ მსმენელთან ერთად და წერილებს წავუკითხავ აი იმ წერილებ ყოველსაღამოს, რომ ვუწერ ხოლმე, და სანამ ახალ კონვერტს გავხსნი ის იფიქრებს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგოს ფეხებზე უდევს თავი და შეუძლებელია ამაზე ბედნიერი იყოს როდესმე, ხოდა მეც გავუღიმებ შiგადაშიგ და მივახვედრებ, რომ შიგადაშიგ კიდევ უფრო ბედნიერია....
ხოდა აღაც მიყვარს და აღარც ცოტახნით ვცხოვრობ, თანაც უკვე დიდი ვარ , გასახსენებელი შეცდომაც საკმარისზე მეტი მაქვს და მოდი ახლა უბრალოდ წიგნებს დავუბრუნდები საღამოობით, რა იცი რა ხდება, ახლა კაფკაა პლიაჟზე, მერე ალბათ დიდი გაშლილი რუსული კაბებით წავალ ბალზე.
შეცდომების გარეშე :)
ახლა ვუყვარდე მას... :)
No comments:
Post a Comment